Wednesday, June 6, 2012

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი


საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი დაარსდა 1929 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომლის დამაარსებელთა შორის იყვნენ პროფესორები: პ.მელიქიშვილი, გ.რცხილაძე, დ.გედევანიშვილი, ს.ჩოლოყაშვილი, კ.ამირეჯიბი, ა.დიდებულიძე, ი.ლომოური, კ.მოდებაძე, ს.ქურდიანი, ი.ჯანელიძე, ჰ.ჰეხტმანი, თ.კვარაცხელია.
აგრონომიული ფაკულტეტი 1921 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე გახსნილ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების ბაზაზე, რომელსაც, 1928 წელს შეუერთდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი, რომელიც 1917 წლიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ ორი განყოფილებით - სასოფლო-სამეურნეო და სატყეო.
ახლად დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი:
  1. მებაღეობა-მევენახეობა
  2. აგრონომიული
  3. ზოოტექნიკური
  4. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის.
ფაკულტეტებზე ფუნქციონირებდა 17 კათედრა.
ინსტიტუტი განთავსდა ვაკის რაიონში არსებულ სასულიერო სემინარიის ყოფილ შენობაში.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი — დარგობრივი ტიპის უნივერსიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის მართვის და ხელოვნების საშემსრულებლო თუ გამოყენებით დარგებში კვალიფიციური კადრების მომზადებას; ინტერდისციპლინარული ხასიათის სასწავლო გეგმების განვითარებას.თეატრალური სტუდიების მომრავლება საქართველოში XX საუკუნის ათიან წლებში შეინიშნება. ლადო მესხიშვილმა და ვალერიან გუნიამ 1911 წელს დაარსეს დრამატული კურსები, გიორგი ჯაბადარმა თავისი სტუდია 1913 წელს შექმნა. 1919წელს კოოპერატივთა კავშირთან დაფუძნდა დრამატული სტუდია. 1921 წელს გერმანე გოგიტიძე იღწვოდა სასწავლო კინოსტუდიის შესაქმნელად. 1922 წელს დაარსდა აკაკი ფაღავას სათეატრო სტუდია.
    1923 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი. თუმცა ინსტიტუტი აკაკი ფაღავას სტუდიის ბაზაზე შეიქმნა, ეს უკვე თვისობრივად ახალი სტრუქტურა — სახელმწიფო დაწესებულება იყო . ამ პერიოდიდან სასცენო განათლებაზე სახელმწიფო იწყებდა ზრუნვას.

ქუთაისის უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1918 წელს ქართველი ხალხის დიდი შვილის, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი   გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ამ დროიდან მოყოლებული 1933 წლამდე თბილისში ფუნქციონირებდა. უმაღლესი სასწავლებლის   პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა მსუბუქი, საფეიქრო და კვების მრეწველობის საინჟინრო სპეციალობები. პირველად გახსნილ კათედრებს: ფილოსოფიის, უმაღლესი მათემატიკის, საინჟინრო გარაფიკისა და მხაზველობითი გეომეტრიის, ფიზიკის და გამოყენებითი ტექნიკური მექანიკის კათედრები წარმოადგენდა. მათ რიცხვს თანდათან შემოემატა  ელექტროტექნიკისა და საფეიქრო მრეწველობის, კვების ტექნოლოგიის, ეკონომიკის კათედრები. გაფართოვდა და გაძლიერდა სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მსუბუქი მრეწველობის დარგობრივი ლაბორატორიები. გაიხსნა ავტოსაგზაო, საინჟინრო მექანიკის, ელექტროტექნიკის ფაკულტეტები.
წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%

თსსუ


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი(თსსუ) საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების უმთავრესი კერაა.აქ თავმოყრილია საქართველოს სამედიცინო პედაგოგიური და სამეცნიერო კადრების საუკეთესო ნაწილი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (წარსულში ინსტიტუტი), დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან იღებს. უნივერსიტეტის სათავეში ქართული საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები იდგნენ: ივანე ჯავახიშვილინიკო ცხვედაძეპეტრე მელიქიშვილიექვთიმე თაყაიშვილი,კორნელი კეკელიძეაკაკი შანიძე და სხვა ადამიანი.მისი რექტორია -ზურაბ ვადაჭკორია.

სტუ


  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისტუ (ყოფილი ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში; მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისწევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორიაარჩილ ფრანგიშვილი.
  უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარსთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
  ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.

ილიას უნივერსიტეტი

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  2006 წელს დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე. მოგვიანებით მას შეუერთდა ფიზ-აღზრდისა და სპორტის აკადემია, დ. გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯი, ი. გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი.          
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ლიბერალურ პრინციპებზეა დამყარებული.
   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლების და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული სწავლის და კვლევის ერთიანი სივრცე.ერთიანი სივრცე დამყარებულია სამ პრინციპზე:
1)აკადემიური თავისუფლება
2)სინდისის თავისუფლება
3)არჩევანის თავისუფლება

თსუ

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია.დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს,დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს,თბილისში. ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30.000-ს,ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3.000ს აღწევს.

    უნივერსიტეტს აქვს 6 ფაკულტეტი,60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და  ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა. უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი
2004 წლიდან თსუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა-- რუსუდან ლორთქიფანიძე. 2006წლის აპრილიდან 2010წლის სექტემბრამდე გიორგი ხუბუა,ხოლო ახლა თსუს რექტორია ალექსანდრე კვიტაშვილი.
 

წყარო:

საწყისი გვერდი


ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
ვებ-გვერდი:  www.tsu.edu.ge

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
ვებ-
გვერდი:  www.iliauni.edu.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ვებ-გვერდი:  www.gtu.edu.ge
თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტი 
ვებ-გვერდი:  www.tsmu.edu
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ვებ-გვერდი:  www.atsu.edu.ge
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 
ვებ-გვერდი: www.tafu.edu.ge
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ვებ-გვერდი:  www.gsau.edu.ge