Wednesday, June 6, 2012

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი — დარგობრივი ტიპის უნივერსიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურის მართვის და ხელოვნების საშემსრულებლო თუ გამოყენებით დარგებში კვალიფიციური კადრების მომზადებას; ინტერდისციპლინარული ხასიათის სასწავლო გეგმების განვითარებას.თეატრალური სტუდიების მომრავლება საქართველოში XX საუკუნის ათიან წლებში შეინიშნება. ლადო მესხიშვილმა და ვალერიან გუნიამ 1911 წელს დაარსეს დრამატული კურსები, გიორგი ჯაბადარმა თავისი სტუდია 1913 წელს შექმნა. 1919წელს კოოპერატივთა კავშირთან დაფუძნდა დრამატული სტუდია. 1921 წელს გერმანე გოგიტიძე იღწვოდა სასწავლო კინოსტუდიის შესაქმნელად. 1922 წელს დაარსდა აკაკი ფაღავას სათეატრო სტუდია.
    1923 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი. თუმცა ინსტიტუტი აკაკი ფაღავას სტუდიის ბაზაზე შეიქმნა, ეს უკვე თვისობრივად ახალი სტრუქტურა — სახელმწიფო დაწესებულება იყო . ამ პერიოდიდან სასცენო განათლებაზე სახელმწიფო იწყებდა ზრუნვას.

No comments:

Post a Comment