ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1918 წელს ქართველი ხალხის დიდი შვილის, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ამ დროიდან მოყოლებული 1933 წლამდე თბილისში ფუნქციონირებდა. უმაღლესი სასწავლებლის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა მსუბუქი, საფეიქრო და კვების მრეწველობის საინჟინრო სპეციალობები. პირველად გახსნილ კათედრებს: ფილოსოფიის, უმაღლესი მათემატიკის, საინჟინრო გარაფიკისა და მხაზველობითი გეომეტრიის, ფიზიკის და გამოყენებითი ტექნიკური მექანიკის კათედრები წარმოადგენდა. მათ რიცხვს თანდათან შემოემატა ელექტროტექნიკისა და საფეიქრო მრეწველობის, კვების ტექნოლოგიის, ეკონომიკის კათედრები. გაფართოვდა და გაძლიერდა სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მსუბუქი მრეწველობის დარგობრივი ლაბორატორიები. გაიხსნა ავტოსაგზაო, საინჟინრო მექანიკის, ელექტროტექნიკის ფაკულტეტები.
წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%
No comments:
Post a Comment