ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე. მოგვიანებით მას შეუერთდა ფიზ-აღზრდისა და სპორტის აკადემია, დ. გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯი, ი. გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ლიბერალურ პრინციპებზეა დამყარებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლების და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული სწავლის და კვლევის ერთიანი სივრცე.ერთიანი სივრცე დამყარებულია სამ პრინციპზე:
1)აკადემიური თავისუფლება
2)სინდისის თავისუფლება
3)არჩევანის თავისუფლება
3)არჩევანის თავისუფლება
No comments:
Post a Comment