Wednesday, June 6, 2012

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი


საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი დაარსდა 1929 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომლის დამაარსებელთა შორის იყვნენ პროფესორები: პ.მელიქიშვილი, გ.რცხილაძე, დ.გედევანიშვილი, ს.ჩოლოყაშვილი, კ.ამირეჯიბი, ა.დიდებულიძე, ი.ლომოური, კ.მოდებაძე, ს.ქურდიანი, ი.ჯანელიძე, ჰ.ჰეხტმანი, თ.კვარაცხელია.
აგრონომიული ფაკულტეტი 1921 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე გახსნილ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების ბაზაზე, რომელსაც, 1928 წელს შეუერთდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი, რომელიც 1917 წლიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ ორი განყოფილებით - სასოფლო-სამეურნეო და სატყეო.
ახლად დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი:
  1. მებაღეობა-მევენახეობა
  2. აგრონომიული
  3. ზოოტექნიკური
  4. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის.
ფაკულტეტებზე ფუნქციონირებდა 17 კათედრა.
ინსტიტუტი განთავსდა ვაკის რაიონში არსებულ სასულიერო სემინარიის ყოფილ შენობაში.

No comments:

Post a Comment